პოლიტიკა

„საჭიროა ჩვენი პარტნიორების შეიარაღება, რათა რუსეთს შეჭრა ძვირი დაუჯდეს“ - დონ ბეიკონი

08.12.21 11:15


„სანქციები საკმარისი აღარ არის, საჭიროა ჩვენი პარტნიორების შეიარაღება“, - ამის შესახებ კონგრესმენმა დონ ბეიკონმა „ტვიტერზე“ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

 

როგორც კონგრესმენი წერს, დელეგაციის წევრებმა შეხვედრისას რუსეთისგან სუვერენული ქვეყნების დაცვის სტრატეგიაზე ისაუბრეს.  

 

„შევხვდი საქართველოს წარმომადგენლებს, რათა გვემსჯელა რუსეთისგან სუვერენული ქვეყნების დაცვის სტრატეგიაზე. სანქციები საკმარისი აღარ არის. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების შეიარაღება, ვიდრე გვიანი არ არის, რათა რუსეთს შეჭრა ძვირი დაუჯდეს“, - წერს კონგრესმენი.

 

შეგახსენებთ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები