პოლიტიკა

გივი მიქანაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა 

08.12.21 12:20


ევროპის საბჭოში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ, პარიზში, ევროპის სბაჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

 

კომიტეტის სხდომაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განხილულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ მე-11 ანგარიში. ანგარიშის განხილვისას ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს როლზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით.  

 

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დეპორტაციის საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა აღასრულოს. ასევე,  კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილება. გივი მიქანაძემ აქტიური მონაწილეობა მიიღო განსახილველ საკითხების შესახებ გამართულ დისკუსიაში.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები