პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ ყოველწლიური ჟურნალის „ჰეროლდის“ პრეზენტაცია გამართა

23.12.21 18:00


ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ, თემაზე - „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დადგენის წესი“ საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის, სემინარი გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, სემინარის მონაწილეებს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს დეტალურად განემარტათ თუ როგორ უნდა დადგინდეს, შეიცვალოს ან შეთანხმდეს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (ემბლემა, დროშა, განმასხვავებელი ნიშანი და სხვა) ასევე მისი გამოსახვის აღმართვისა და გამოფენის წესი.

 

„2019 წელს პარლამენტმა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დადგენის შესახებ“ კანონი მიიღო, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო სიმბოლოებს, მათ შორის სახელმწიფო უწყებების, ძალოვანი სამინისტროების და მუნიციპალიტეტების სიმბოლიკას. კანონის მიღების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა, რომ დადგენილიყო სისტემური სიმბოლიკა და არ მომხდარიყო მისი ხშირი ცვლილება და მუდმივი რებრენდინგები“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა გონგაძემ.

 

სემინარის მონაწილეებს პრეზენტაციის ფორმით აღნიშნული კანონის ძირითადი არსი და მიზნები გააცნეს. აღინიშნა, რომ სახელმწიფო უწყებების და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კოორდინირებული მუშაობით, სიმბოლოების დამზადება, მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება.

 

სემინარის დასრულების შემდეგ, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ ყოველწლიური ჟურნალის „ჰეროლდის“ მე-10 ნომრის პრეზენტაცია გამართა, რომელშიც საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია შეჯამებული.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები