პოლიტიკა

პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა

27.12.21 12:00


პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.

 

„ბატონი ზურა გახლავთ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი. მას ფინანსების მართვის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. არის ძალიან კარგი, ძლიერი მენეჯერი.

ამაში თავად დავრწმუნდით, როცა მე თავდაცვის მინისტრი ვიყავი. ბატონი ზურა მაშინ „დელტას“, ასევე, თბილავიამშენის ხელმძღვანელი იყო. მისი უშუალო ხელმძღვანელობით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, როგორიცაა საქართველოს ავიაციის აღდგენა, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას და ა.შ. ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი. ის გაზრდილია ექიმის ოჯახში. რა თქმა უნდა, მას კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშეა. მინდა, ზურას წარმატება ვუსურვო. იგი არის 5 შვილის მამა. მე ვფიქრობ, რომ ბატონი ზურა ძალიან წარმატებული მინისტრი იქნება. უაღრესად მნიშვნელოვანია უზარმაზარი სამინისტროს მართვაში ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა. ის უწყების ხელმძღვანელის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს. მისი თქმით, საქმიანობს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები