პოლიტიკა
27.12.21 14:40
მინდა, წარმატებები ვუსურვო ბატონ ზურას, დარწმუნებული ვარ, ის კარგად გაართმევს თავს ახალ როლს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ზურაბ აზარაშვილი არის გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯერი, რომელსაც აქვს როგორც კერო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება.
„ბატონ ზურას მათ შორის აქვს უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. ის იყო მინისტრის მოადგილე ბოლო პერიოდში. შესაბამისად, ჩვენთვის, გადაწყვეტილების მიღებისას უმნიშვნელოვანესი იყო, რომ ყოფილიყო კვალიფიციური ადამიანი, რომელსაც მართვის განსაკუთრებული უნარი გააჩნია.
დღეს პრემიერმაც განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო. ჯანდაცვის სამინისტროს მანდატი არის ძალიან ფართო. ის გულისხმობს დასაქმების საკითხებს, რომელზეც დღეს ვმსჯელობდით. როგორც წესი, ბევრ ქვეყანაში შრომის სამინისტროები ცალკეა ხოლმე. ასევე, არსებობს სოციალური საკითხები, დევნილთა საკითხები და ა.შ. ჯამში, ეს არის ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი, შესაბამისად, მას სჭირდება მაქსიმალური პასუხისმგებლობით და გამოცდილებით მართვა. როგორ ბევრ ქვეყანაშია, არ არის აუცილებელი, იყო ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობის პირი კონკრეტულად სამედიცინო პროფესიის. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს მართვის კარგი უნარები და გამოცდილება. ზუსტად ამ პრინციპით იყო ჯანდაცვის მინისტრი შერჩეული. მინდა, წარმატებები ვუსურვო ბატონ ზურას. დარწმუნებული ვარ, ის კარგად გაართმევს თავს ახალ როლს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე ზურაბ აზარაშვილმა შეცვალა. აღნიშნულ თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24