პოლიტიკა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - შეშფოთებული ვართ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ წინადადების წარდგენის გამო, მოვუწოდებთ ეს ინიციატივა უკან წაიღონ

27.12.21 15:40


ღრმად შეშფოთებული ვართ პარლამენტისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ წინადადების წარდგენის გამო. დამოუკიდებელი ინსტიტუტის, რომელსაც მთავარი როლი აქვს წამების პრევენციასა და კონფიდენციალურობის დაცვაში, - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული.

 

„მოვუწოდებთ უკან წაიღონ ინიციატივა და უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები