პოლიტიკა

„არა კადრების შეკვეცა და გათავისუფლება, არამედ შეიძლება დამატებაც დასჭირდეს“ - მდინარაძე სახელმწიფო ინსპექტორს პასუხობს

27.12.21 16:00


„ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ყალიბდება, რომელსაც არა კადრების შეკვეცა და გათავისუფლება, არამედ შეიძლება დამატებაც დასჭირდეს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებას, რომლის თანახმადაც ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება. 

 

როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში პროფესიონალები მუშაობენ და შეუძლებელია, ვინმემ იფიქროს მათი ხელაღებით გათავისუფლებაზე იფიქროს. 

 

„ამ უწყების გაყოფით და ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბებით შეუძლებელია ისაუბრო სხვანაირად, თუ არა მათი გაძლიერების შესახებ როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში. ამ უწყებაში მუშაობენ პროფესიონალები შეუძლებელია, ვინმემ იფიქროს მათი ხელაღებით გათავისუფლებაზე და რაიმე ასეთ ჩარევაზე.

 

ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ყალიბდება, რომელსაც არა კადრების შეკვეცა და გათავისუფლება, არამედ შეიძლება დამატებაც დასჭირდეს. ქალბატონმა ლონდამ ასეთ თუ თქვა, რომ დამოუკიდებლობისთვის ისჯება,  როგორი სასჯელია, როდესაც ორად იყოფა, ფუნქციები კიდევ უფრო ძლიერდება, ინსტიტუტები კიდევ უფრო ძლიერდება, კიდევ უფრო დამოუკიდებელი ხდება და როგორ არის ისე, რომ დამოუკიდებლობისთვის სჯიან უფრო მეტი დამოუკიდებლობით?“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

 

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის ინიცირება მისთვის და უწყების თანამშრომლებისთვის სიურპრიზი იყო. 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები