ანალიტიკა

ცრუ-პატრიოტი თურქოფობები და მათი სწრაფვა საქართველოს განადგურებისაკენ

13.10.16 15:05


ამ ბოლო დროს ქართული მასმედია რატომღაც მეტისმეტად ხშირად ახსენებს დავით თარხან-მოურავის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ პოლიტიკურ ძალას, „პატრიოტთა ალიანსს“. პოლიტოლოგები დიდი ხნის განმავლობაში იმტვრევდნენ თავს იმაზე, თუ საიდან ღებულობდა ეს პოლიტპარტია დაფინანსებას და საიდან აგროვებდა პოლიტიკურ ქულებს.

კერძოდ, საგარეჯოს მაჟორიტარულ არჩევნებზე ირმა ინაშვილს სულ მცირე დააკლდა გამარჯვებამდე, მანამდე კი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობისას მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო თავად „პატრიოტთა ალიანსმა“ ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებზე შეძლო 5 %-იანი ბარიერის გადალახვა და საქალაქო საბჭოში ორი წევრით შევიდა.

ყველაფერი ამით არ მთავრდება. „პატრიოტთა ალიანსის“ რეიტინგი საოცრად სწრაფად იზრდება, იმდენად სწრაფად, რომ ბოლოდროინდელი პოლიტიკური გამოკითხვის თანახმად, მათ მესამე ადგილზე ჩამოაქვეითეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- ყოფილი მმართველი პარტია და დღესდღეობით პოპულარობით მხოლოდ მმართველ კოალიციას „ქართული ოცნება“ ჩამოუვარდებიან. ექსპრეს ნიუს-Research-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, რომელიც 2016 წლის 8-29 იანვარს ჩატარდა, მმართველ პარტიას მხარს უჭერს გამოკითხულთა 31%, „პატრიოტთა ალიანსს“ –23%, ხოლო ენმ-ს - 20,1%. ამასთანავე, აქტიური «საინფორმაციო რგოლების» მეშვეობით, იანვრის მონაცემებთან შედარებით, თარხან-მოურავის პარტიის პოპულარობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

მთელ ქართულ მედიასივრცეში მიმდინარეობს შეკვეთილი პოლიტიკური პიარი პარტიისა „პატრიოტთა ალიანსი“ და მათ მხარს უჭერენ ისისნიც, კი, ვინც თითქოს არ ეთანხმება მათ იდეებსა და პოზოციებს. რაში მდგომარეობს უახლოეს წარსულში მარგინალური პარტიის ამგვარი მკვეთრი „ელექტორალური აღმაფრენის“ არსი და რაც მთავარია საიდან აქვს ამ პოლიტიკურ ძალას დაფინანსება?

თუკი გავაანალიზებთ დავით თარხან-მოურავის ბოლოდროინდელ განცხადებებს, ყველაფერი თავის ადგილას დგება. იგი მუდმივად გვთავაზობს სომეხთა გენოციდის აღიარებას და ამავე დროს გამოთქვა სრულიად ველური, შეშლილი ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთის მისამართით, აშკარად რასისტული ხასიათისა, რომელიც ფაქტობრივად, ნიშნავდა იმას, რომ 80 მლნ-იან ერს არსებობის უფლება არ აქვს.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა არა მხოლოდ მოუწოდა საქართველოს მთავრობას „სომეხთა გენოციდის“ ცნობისაკენ, არამედ სომეხ ერს წარმატებაც კი უსურვა „დიადსახელმწიფოებრივი“ მიზნის მიღწევაში-თურქეთის დანაწევრებაში.

„თურქეთის სახელმწიფოს არც ერთი კვადრატული მეტრი არ ეკუთვნის თურქეთს. თურქეთის სახელმწიფო აბსოლუტურად ხელოვნურად წარმოიქმნა და დღეს მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნოდა ან ბერძნებს, ან ქართველებს და ან სომხებს. თურქეთი შეეცადა ყველგან შემძვრალიყო. ეს ნამდვილად იყო გენოციდი, სომხებს მხოლოდ იმის გამო კლავდნენ, რომ ისინი სომხები იყვნენ. ბევრი მათგანი უბრალოდ იძულებული იყო დაეტოვებინა სწორედ რომ საკუთარი მიწა-წყალი. იქ ქართველების გენოციდიც იყო, ამაზე უბრალოდ არავინ საუბრობს.

ეს იყო გენოციდი და ვაი უბედური საქართველო და მთავრობა, რომლებსაც გამბედაობა არ ყოფნით აღიარონ ეს გენოციდი. სიმართლე უნდა ითქვას და არ შეიძლება რაღაც ინტერესების გამო, თუნდაც ეკონომიკურის, არ ვთქვათ სათქმელი, სწორედ რომ ნებისმიერ ინტერესებზე მაღლა დგას ეს სიმართლე“.

1914-1918 ქართველი მუსულმანები (და პირველ რიგში აჭარლები და ლაზები) ნამდვილად დაზარალდნენ გენოციდის დროს, მაგრამ მათი გენოციდი თურქების მიერ არ იყო განხორციელებული, არამედ თარხან-მოურავის საყვარელი სომხების მიერ.

დიახ, სწორედ ასეა და ამის შესახებ რატომღაც დუმან! სულ ცოტა ხნის წინ ეს საშინელი თემა სწორედ ჩვენი ვებ-გვერდის მიერ იქნა წამოწეული, რაც ქართველი ხალხის მნიშვნელოვან ნაწილს ეხებოდა («სომეხი ბოევიკების მიერ განხორციელებული ლაზების 100-წლიანი გენოციდი: შეგნებულად დავიწყებული ისტორიის ფურცლები» http://kavkazplus.com/news.php?id=2298)

სხვათა შორის, ანტითურქული პოლიტიკის მხარდაჭერით, დავით თარხან-მოურავი ხელახალი გენოციდისათვის იმეტებს ქართველი მუსულმანების ცოცხლად დარჩენილ შთამომავლებს, რომლებიც იმთავითვე თურქულ მიწებზე ცხოვრობდნენ და რომელთა შევიწროვებასაც თურქეთში არც აპირებდა ვინმე. თუკი სომეხი ნაციონალისტების სურვილისამებრ თურქეთი დაიშლება, საქართველოს ნამდვილად არ შეხვდება მისი ტერიტორიების მცირედი ნაწილიც კი (უფრო პირიქით, საქართველო პირველ რიგში სამცხე-ჯავახეთს დაკარგავს „დიადი სასომხეთის“ სასარგებლოდ). არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სომხური მხარის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის ოთხასამდე ეკლესია-მონასტრის, მის გარშემო ტერიტორიების და სასაფლაოების სომხეთის სახელმწიფოს კუთვნილებად გამოცხადების მოთხოვნის თაობაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ათიათასობით ლაზი, აჭარელი, შავშები, იმერხეველები და სხვა მუსულმანი ქართველები გახდებიან მორიგი დევნისა და განადგურების მსხვერპლნი. ხოლო სომხების ხელში მოხვედრილი ქართული ეკლესია - მონასტრების (რომელთა აღდგენაზე საკუთარი ბიუჯეტიდან დღესდღეობით თურქეთი ზრუნავს) ქართული კულტურისაგან აღარაფერი დარჩება.

თუმცა, დავით თარხან-მოურავი „აღფრთოვანებულია“ სომხებით. ის სწორედ ასე აცხადებს: „მე არ ვიშურებ სომეხი ერისადმი საქებ სიტყვებს და ვამბობ-ყოჩაღ, სომხები! ისინი წლებია იბრძვიან, რომ მსოფლიოს აღიარებინონ სომეხთა გენოციდი თურქეთის მიერ. ეს მოსაწონი საქციელია და ვაი ჩვენ, რომ არასდროს მსგავსი საკითხი არ დაგვიყენებია, თუმცა თურქებმა იმდენი ქართული სისხლი დაღვარეს, შავი ზღვაც კი გაწითლდებოდა... ჩვენ სომხებს უნდა მივბაძოთ, რომლებიც მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად იბრძვიან გენოციდის აღიარებისთვის.“

გვსურს, დავით თარხან-მოურავს შევახსენოთ ისტორიული ფაქტები. ოსმალეთის იმპერია და აზერბაიჯანის სახელმწიფო მტრობდნენ ერთმანეთს და 300 წლის განმავლობაში მათ შორის ომი არ წყდებოდა. სწორედ ამ ომების შედეგად ზარალდებოდნენ ყველაზე მეტად მათში მონაწილე ქართული სამეფო-სამთავროები, რომლებიც ხან ერთ მხარეს ემხრობოდნენ და ხან მეორეს. ასე რომ, ოსმალო-სეფიანთა ომებში დანაკარგის შეჯამებისას, იქ თურქები და აზერბაიჯანელები უფრო მეტნი დაიღუპნენ, ვიდრე ქართველები, ეს ზოგადად ორი თურქული ერის ტრაგედიაა, რომელთაც ურთიერთმტრობით დაასუსტეს ერთმანეთი, საერთო მტრის გასახარად.

რა უნდა ქნან ეხლა აზერბაიჯანელებმა? დავით თარხან-მოურავის ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, აზერბაიჯანელებმა უნდა დაივიწყონ, რომ სომხებმა დაიპყრეს ყარაბაღი და 1 მილიონამდე აზერბაიჯანელი განდევნეს მშობლიური მიწებიდან, დაივიწყონ ხოჯალნი და სომეხი ბოევიკების მიერ მოკლული და ნაწამები მშვიდობიანი აზერბაიჯანელი, სამაგიეროდ „გაიხსენონ“ ძველი „წყენა“, რომელიც მათ მიაყენეს თურქებმა მე16-17 საუკუნეებში ოსმალო-სეფიანთა ომიანობისას და სომხებთან ერთად მოითხოვონ თურქეთისაგან კომპენსაცია „გენოციდის“ სანაცვლოდ.

აზერბაიჯანში გამოთქმული ამგვარი მოთხოვნები იმავითვე გამოააშკარავებენ პროვოკატორისა და საკუთარი ერის მოღალატის პოლიტიკას. ეხლა ხომ სწორედ თურქეთი ითვლება აზერბაიჯანის ყველაზე მოძმე სახელმწიფოდ. ამგვარი პოლიტიკოსი კი აზერბაიჯანში მაშინვე განიდევნებოდა. რატომ პატიობენ ამგვარ უაზრო და პროვოკაციულ განცხადებებს ქართველ პოლიტიკოსს, რომელიც მზადაა საკუთარი ქვეყანა სამტროდ გადაკიდოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორს და ამავე დროს „ავიწყდება“ აფხაზეთიდან სომეხი ბოევიკების მიერ განდევნილი 300 ათასი...

მიუხედავად ამისა, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი სომხებს გამარჯვებას უსურვებს და მოუწოდებს საქართველოს, მიბაძონ სომეხთა მაგალითს.

იმ მდგომარეობიდან, რომელშიც საქართველო იმყოფება, ამგვარი განცხადებების გაკეთება მიმართულია მოკავშირეებსა და მთავარ ეკონომიკურ პარტნიორებს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის შუღლის გაღვივებისაკენ, სრული უგუნურება და შეგნებული მავნებლობა, ნებისმიერი ქართველი პატრიოტის გადმოსახედიდან, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ფსევდოპატრიოტი (მიუხედავად იმისა, რომ ის საკუთარ პარტიას „პატრიოტთა ალიანსს“ უწოდებს), რომელიც პირდაპირ მოწადინებულია გაანადგუროს საქართველო, როგორც სახელმწიფო, მესამე მხარის სასარგებლოდ, მაშინ ყველაფერი სრულიად ლოგიკურია.

ამასთანავე, ბატონი დავითი და მისი პარტია მიზანმიმართულად მუშაობენ პრორუსულად განწყობილი ელექტორატის ხმების მოსაპოვებლად. თუმცა, აქაც მოიპოვებიან ნამდვილი ქართველი პატრიოტები, რომლებიც მეგობრულად არიან განწყობილნი რუსეთის მიმართ. ქართველს შეუძლია რუსეთის სიყვარული, დადებითი განწყობა რუსეთის სახელმწიფოსა და რუსული კულტურის მიმართ, გააცნობიეროს, რომ საქართველო და რუსეთი ორი ერთმორწმუნე ერია, მარამ ამავე დროს მას შეუძლია დარჩეს სახელმწიფოს ერთგული და აცნობიერებდეს იმას, რომ ქართულ-რუსული ორმხრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად უპირობო აუცილებლობას წარმოადგენს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დეოკუპაცია და ქართველი დევნილების დაბრუნება საკუთარ მიწა-წყალზე. ამის შემდეგ, ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს ქართველი და რუსი ერების ძმობასა და მეგობრობას.

თვითონ რუსეთის ინტერესებში შედის სამხრეთით ესაზღვრებოდეს კეთილგანწყობილი მეზობელი და არა ორი პრობლემური პარაზიტული ნარჩენები და სამხრეთ საზღვარზე, გეოპოლიტიკურად რთულ კავკასიის რეგიონში არსებული დაურეგულირებელი პრობლემა.

თუმცა, სწორედ დავით თარხან-მოურავის ეგზომ საყვარელმა სომხებმა ყველაფერი გააკეეს იმისათვის, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტი გაეღვივებინათ, სწორედ მათმა ლობმა აიძულა რუსეთი გაეტარებინათ სრულიად ანტირუსული პოლიტიკა, აღნიშნული სეპარატიზმის მხარდასაჭერად, რომელიც სომხური ინტერესების სასარგებლოდ, ქართული მიწების ოკუპაციით „დაგვირგვინდა“.

დღესდღეობით, სასომხეთი წინააღმდეგია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და აფხაზი და სამაჩაბლოელი დევნილების სახლებში დაბრუნების წინააღმდეგ გამოდის.

რუსეთთან არსებული პრობლემების ფონზე, თურქეთთან და ავტომატურად, თურქეთის მოძმე აზერბაიჯანთან, ურთიერთობების გაფუჭება სრული სიგიჟეა და ასეთი რამ შეიძლება მხოლოდ საქართველოს დაუძინებელი მტრების ინტერესებში შედიოდეს. ამგვარად, საქართველო, თავისი ოკუპირებული ტერიტორიებითა და მეხუთე კოლონით, სომეხი სეპარატისტების - ჯავახკების - სახით, პირისპირ რჩება აგრესიულ სასომხეთთან, რომელმაც უკვე დაიპყრო აზერბაიჯანის ტერიტორიების 20% და სულაც არ ცდილობს დამალოს საკუთარი ინტერესები წართულ მიწებთან მიმართებაში, უწოდებს რა სამცხე-ჯავახეთს „სომხურ „ჯავახკს““.

ეს კიდევ არაფერი, სასომხეთის აგრესია საქართველოს მიმართ და მისი ტერიტორიული პრეტენზიები გაცილებით უფრო სახიფათოა, აზერბაიჯანისათვის და თურქეთისათვის წაყენებულ ანალოგიური პრეტენზიებისაგან განსხვავებით. სომხები ცდილობენ, ქართველ ერს სულიც ამოაცალონ, ვინაიდან ისინი პრეტენზიას საქართელოს თითქმის ყველა ეკლესიაზე აცხადებენ.

დიახ, ჯერჯერობით ისინი პრეტენზიას აცხადებენ 465 ქართულ ეკლესია-მონასტერზე, აქედან 442-ის მითვისებას ცდილობს სომხეთის სამოციქულო ეკლესია, ხოლო დანარჩენ 23-ს გვედავება აღმოსავლეთ ევროპის სომხურ-კათოლიკური ეკლესიის ორდინარიატი. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. სომხებს გადაწყვეტილი აქვთ ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის ხელში ჩაგდება და მართლმადიდებლობის საბოლოო განადგურება საქართველოში. არც ისაა შემთხვევითი, რომ სომხური თავდასხმის ობექტი მეტწილად ქართული მართლმადიდებელი ეკლესიაა.

ბატონ დავით თარხან-მოურავს შევახსენებთ 300 ათას დევნილს აფხაზეთიდან, რომლებიც სომეხმა „მოძმე ქრისტიანმა ერმა“ გამოაძევა სამშობლოდან, ათასობით ქართელი მხეცურად მოკლეს სწორე სომხებმა. სხვათა შორის, უამრავ დევნილს შეუძლია მოუთხროს თარხან-მოურავს იმის შესახებ, თუ როგორ განიცდიდნენ ისინი სომეხი ერის ბედს, როდესაც ეს უკანასკნელნი ყვებოდნენ ოსმალეთის მიერ ჩადენილი „სომხების გენოციდის შესახებ“.

აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს არ გააჩნდათ ალტერნატიული საინფორმაციო წყარო და შესაბამისად აღიარებდნენ „სომხების გენოციდს“ და მერე რა?! იხსნა კი ამან ისისნი სომხების მხეცური და დაუნდობელი სისასტიკისაგან? აძლევს კი ეს საშუალებას ცოცხლად დარჩენილ აფხაზეთის ქართულ მოსახლეობას, დაუბრუნდნენ მშობლიურ სახლებს, რომლებიც ისევ და ისევ, სომხებმა დაანგრიეს და გაანადგურეს?! ცხადია, არა. უფრო მეტიც, სომხები განაგრძობენ ქართველთა ბოროტ გაქილიკებას და მათ დადანაშაულებას აფხაზეთის ტრაგედიაში.

სომხურ და პროსომხურ მედიაში მუდმივად მუსირებს აზრი, რომ ქართელებს არ გააჩნიათ არანაირი უფლება აფხაზეთზე და არ გააჩნიათ იქ ცხოვრების არანაირი უფლება. სამაგიეროდ, სომხები აქტიურად ცდილობენ ამ მიწებზე „მოკალათებას“ და უკვე უმრავლესობასაც კი წარმოადგენენ აფხაზეთში. ეს, შეგახსენებთ, იმ საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც არ ესაზღვრება ამჟამინდელ სასომხეთის რესპუბლიკას და სადაც პირველი სომხები მხოლოდ მე-19 ასწლეულის მიწურულს გამოჩნდნენ.

და რა მოხდება მაშინ, თუკი სასომხეთი პრეტენზიებს გამოაცხადებს მის მახლობლად მდებარე სხვა ტერიტორიებზეც? მით უმეტეს, თუკი საქართველო, დავით თარხან-მოურავისნაირი პროვოკატორების წყალობით კეთილმეზობლურ ქვეყნებთან გაიფუჭებს ურთიერთობებს? ქართული სახლმწიფოსათვის ეს განადგურების ტოლფასი იქნება და სწორედ აქეთ უბიძგებს სომხური ფულით წამოწეული ცრუ-პატრიოტთა „ალიანსი“ საქართველოს.


KavkazPlus

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები