პოლიტიკა

"არასერიოზულია, პარლამენტმა 2025 წლამდე ამირჩია" – თოლორაია პრემიერის შეთავაზებაზე

29.12.21 10:15


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ, ირაკლი ღარიბაშვილის შეთავაზებას  მის სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებასთან დაკავშირებით  არასერიოზული უწოდა.

 

"ნამდვილად არასერიოზულია ეს შემოთავაზება. სახელმწიფო ინსპექტორის პოზიციას ვიკავებ, პარლამენტმა ამირჩია 2025 წლამდე, თუ მათ რაიმეს შემოთავაზება უნდოდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის და თავად სახელმწიფო ინსპექტორისთვის, ეს კანონი უნდა ყოფილიყო არა ასეთი, არამედ სხვანაირი, როდესაც მეც და ყველა თანამშრომელი გავაგრძელებდით მუშაობას თუნდაც რეფორმირებულ სამსახურში", - უპასუხა თოლორაიამ პრემიერმინისტრს.

 

28 დეკემბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება შესთავაზა.

 

"შემიძლია, [ლონდა თოლორაიას] საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო აქედან მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში, ვიცი, რომ იგი არის ძალიან კვალიფიციური, გამოცდილი კადრი, თუ მას აღარ მოუნდება კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, მას ყველა კარი აქვს ღია", - თქვა ღარიბაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები