პოლიტიკა

ნდობის ჯგუფის სხდომაზე დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს

29.12.21 10:45


ნდობის ჯგუფის სხდომაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, შალვა ლომიძეს და სამსახურის წარმომადგენლებს მოუსმინეს, რომლებმაც უწყების საქმიანობის მიმართულებებზე ინფორმაცია წარადგინეს. 

 

ნდობის ჯგუფის წევრებმა სამსახურის საქმიანობას შეაფასეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

„საქართველოს პარლამენტსა და დაზვერვის სამსახურის თანამშრომლობის თვალსაზრისით, 2021 წელი გამორჩეული იყო. ჩვენი როგორც  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ასევე ნდობის ჯგუფის ფარგლებში არა ერთი შეხვედრა და მოსმენა გავმართეთ.

 

ასევე უწყებაში განხორციელდა საზედამხედველო ვიზიტი და აუცილებელია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, დაზვერვის სამსახურის საქმიანობა და ჩვენი ღირსეული მზვერავების და პროფესიონალების ღვაწლი,  მაღალ შეფასებას იმსახურებს“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები