პოლიტიკა

პირდაპირ გადაეცით უსინდისოა - ნიკა მელია გიგა ბოკერიაზე

29.12.21 12:00


„ვინ იგულისხმა ლიდერში? ასე თქვა? თუ თქვა უსინდისოა, ეს ადამიანიც უსინდისოა, პირდაპირ გადაეცით უსინდისოა, თუ ეს თქვა მანდ, უსინდისოა, უსინდისო“, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში დიანა ტრაპაიძის მიერ დასმულ შეკითხვას მასობრივი შიმშილობის წინააღმდეგ.

 

ჟურნალისტის თქმით, მაგალითად, ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, „გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ლიდერმა შიმშილობით რაღაც გაიხანგრძლივა“. 

 

როგორც მელიამ განმარტა, როდესაც მიეცემა შესაძლებლობა, გიგა ბოკერიას ეტყვის, რომ ის უსინდისოა.

 

„სადმე რომ მექნება შესაძლებლობა, ნამდვილად უნდა მოისმინოს, თუ ეს მართლა მას აქვს ნათქვამი. გეთქვათ პირდაპირ სახელი და გვარი დაგესახელებინათ, თუ მან ასე თქვა, მორჩა გათავდა. ადამიანები ცდილობენ ნიშის მოძებნას, ოღონდაც რაღაცა ეთერში მოხვდნენ - ეთერში მოხვედრას ცდილობენ“, - განაცხადა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

 

ინფორმაციისთვის, 21 დეკემბერს ნიკა მელიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან ერთად შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ნიკა მელიამ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები