პოლიტიკა

„სააკაშვილი არავინ იცის ახლა რა მდგომარეობაშია, შიმშილობას დაიწყებს“ - ხერხეულიძე

30.12.21 10:30


„სააკაშვილი არავინ იცის ახლა რა მდგომარეობაშია, შიმშილობას დაიწყებს,“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის საპატიმროში გადაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

ხერხეულიძის თქმით, ეს ღია მკვლელობაზე წასვლაა. 

 

„ადამიანებმა რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს ღია მკვლელობაზე წავიდნენ.

ის იყო უმძიმეს მდგომარეობაში და საჭიროებდა ექიმების დაუყოვნებლივ ჩარევას.

უდიდესი არავინ იცის ახლა რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი. ნათქვამი აქვს, რომ შიმშილობას დაიწყებს“, - აცხადებს ხერხეულიძე. 

 

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები