პოლიტიკა

"ის, რაც ჩვენ ვნახეთ, არის მორიგი ძალადობა პატიმრის მიმართ" - სამადაშვილი მესამე პრეზიდენტზე

30.12.21 12:00


ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის თქმით, ის, რაც სააკაშვილთან მიმართებაში მოხდა, მორიგი ძალადობაა პატიმარზე. სამადაშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა შეაფასოს:

 

"ის, რაც ჩვენ ვნახეთ, რეალურად არის მორიგ ჯერზე ძალადობა პატიმრის წინააღმდეგ, მისი უფლებების უხეში დარღვევა და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება შეფასებული, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

 

დღეს ალბათ, მთავარი არის ის, თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიეცეს დღესვე, უახლოეს წუთებში შესაძლებლობა დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტს, რომ შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს და შეფასდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს არის ის, რაც გადაუდებლად არის გასაკეთებელი. ვფიქრობ, საზოგადოება ამას ელოდება. ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაძლო დამძიმებას. ის მისი ნების საწინააღმდეგოდ და სამედიცინო დასკვნის გარეშე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებიდან საპატიმროში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები