პოლიტიკა

თეა წულუკიანი: როდესაც სამედიცინო პერსონალი თვლის, რომ მკურნალობის კურსი დასრულებულია, რა თქმა უნდა, პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის ის სასჯელს

30.12.21 13:00


რაკი პატიმარი გადაიყვანეს ერთი დაწესებულებიდან მეორეში, ეს ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო მოსაზრებები მოსაზრებებით ამგვარი გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული. სხვა შემთხვევაში, ასეთი გადაყვანები არასდროს ხდებოდა და არც ახლა მომხდარა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხიელ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე კომენტირებისას განაცხადა.

 

„რაც შეეხება პატიმარს, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ის გაიგებს, თუ გნებავთ შეიგნებს, რომ ის პატიმარია, აქვს უფლებები შეზღუდული, თავისუფალება აქვს აღკვეთილი, სწორედ ამიტომ არის პატიმარი და არა თავისუფალი ადამიანი.

შესაბამისად, როდესაც სამედიცინო პერსონალი თვლის, რომ მკურნალობის კურსი დასრულებულია, რა თქმა უნდა, პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის ის სასჯელს“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

საქართველოს მასჯავრდებული მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

 

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები