პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას განცხადებაზე: არ ვიცი, მოლანდება დავარქვა, სიზმარი, თუ რა

30.12.21 16:20


„არ ვიცი, მოლანდება დავარქვა, სიზმარი, თუ რა. წარმოუდგენელია. ბუნებრივია, ასეთ რაღაცებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის, ნიკა მელიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვას.

 

„თუ მას აქვს ინფორაცია, წავიდეს და შესაბამის ორგანოებს მოახსენოს. მარტივადაა საკითხი“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

 

ნიკა მელიამ განაცხადა: „მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცება იგეგმება სხვა ქვეყანაში, ამ პროცესში ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები“.

 

საქართველოს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

 

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები