პოლიტიკა

"ჩემზე არ ინერვიულოთ!ახლა მთავარია ერთიანობა და გადამწყვეტი შეტევისთვის მომზადება, ამ შეტევის დროც სულ მალე დადგება"-სააკაშვილი

31.12.21 10:15


მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ პირველ მიმართვას ავრცელებს.

 

"რაც არ უნდა ჩაიდინონ, საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება.

 

ჩემზე არ ინერვიულოთ! ახლა მთავარია ერთიანობა და გადამწყვეტი შეტევისთვის მომზადება. ამ შეტევის დროც სულ მალე დადგება.

 

მე რაც შემეხება, სულ მალე მოვიშუშებ გორის "რეაბილიტაციისას" მიღებულ ტრამვებს და კიდევ უფრო დიდი ენერგიით ჩავდგები მწყობრში, თუმცა ახლაც ძალიან მხნედ და ოპტიმისტურად ვარ!", - წერს სააკაშვილი.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები