პოლიტიკა

ბიუჯეტი 4 პოლიტიკურ პარტიას 300 000 ლარით დააფინანსებს

13.10.16 18:00


4 პოლიტიკური სუბიექტი: “თავისუფალი დემოკრატები”, “ლეიბორისტული პარტია”, “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის” და პაატა ბურჭულაძის პარტია, ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 300 000 ლარს მიიღებენ.

ეს ის პარტიებია, რომლებმაც 3%-იანი ბარიერი გადალახეს. პარტიების დაფინანსება კანონმდებლობის მიხედვით მოხდება. კანონი 3% ბარიერის გადამლახავი პარტიების დაფინანსებას გულსხმობს, ხოლო ის პარტია, რომელმაც გენდერული ბალანისს დაცვაც მოახრეხა დამატებით 90 000 ლარს მიიღებს და ეს ერთჯერადი ხასაითის იქნება.

პარტიების მიერ თანხის დახარჯვის გეგმა თითქმის უკვე გარკვეულია.

“ახალი საქართველოსთვის” ლიდერი თანხას ახალი პროექტებისთვის
დაფინასებისთვის გამოიყენებს, პაატა ბურჭულაძეს სახელფასო დავალიანებების გასტუმრება მოუწევს, რომელიც წინასაარჩევნოდ დაუგროვდა.„თავისუფალი დემოკრატები“ ძალებს და ფინანსებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოიკრებენ და პარტიის რეორგანიზაციის გეგმას განახორციელებენ.

4 პარტიას შორის „ლეიბორისტური პარტია“ ერთადერთია, ვინც გენდერული ბალანსი დაიცვა, შესაბამისად, გამოყოფლი 90 000 ლარიც შალვა ნთელაშვილის პარტიას მოხმარდება.

წყარო: “რუსთავი 2”


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები