მსოფლიო

კუნძული ზმეინი დავიბრუნეთ – უკრაინის შსს

25.02.22 17:20


უკრაინამ დაიბრუნა კუნძული ზმეინი, რომლის დაცვასაც 13 უკრაინელი მესაზღვრე შეეწირა. ინფორმაციას UNIAN უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

როგორც ვადიმ დენისენკო ვიდეომიმართვაში ამბობს, ამჟამად კუნძული უკრაინის კონტროლის ქვეშაა. მანვე დასძინა, რომ მესაზღვრეები იცავენ უკრაინის საზღვრებს შავ ზღვაში.

 

გუშინ ზმეინის კუნძულს რუსი ხომალდი მიადგა და იქ მყოფ მესაზღვრეებს მოაწოდა, დანებებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაბომბავდნენ.

 

– “რუსულო სამხედრო ხომალდო, იდი ნახუი”, – უპასუხეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა, რის შემდეგაც რუსებმა კუნძული დაბომბეს და ცამეტივე მათგანი მოკლეს.

 

მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — აღმოსავლეთიდან (ბელარუსი), ჩრდილოეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 586


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები