მსოფლიო

ნეიტრალური შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, სავარაუდოდ, შეუერთდება

28.02.22 13:40


ნეიტრალური შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს და რუსული აქტივებს გაყინავს, სავარაუდოდ, შეუერთდება. ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტმა იგნასიო კასისმა განაცხადა.

 

მისი თქმით, „დიდი ალბათობით“ შვეიცარია გადაწყვეტილებას დღეს, ორშაბათს, მიიღებს.

 

Reuters- ის ინფორმაციით, კასისმა განაცხადა, რომ ფედერალური საბჭო ორშაბათს შეიკრიბება და განიხილავს ფინანსთა და ეკონომიკის დეპარტამენტების რეკომენდაციებს.

 

ამასთან, კასისმა თქვა, რომ შვეიცარიის ნეიტრალიტეტი უნდა იყოს დაცული და ის მზადაა შესთავაზოს თავის დიპლომატიური ოფისები, თუ ბელარუსის საზღვარზე უკრაინელ და რუს ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებები წარმატებული არ იქნება.

 


ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებს აწესებს, მათ შორისაა რუსული ბანკების „გარკვეული რაოდენობის SWIFT-ის ფინანსური სისტემიდან გამოთიშვა“.

 

„პირველი, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ რუსული ბანკების გარკვეული რაოდენობა ამოღებულ იქნას SWIFT-დან.

 

ეს შეაჩერებს მათ ოპერირებას მთელ მსოფლიოში და ეფექტურად დაბლოკავს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

გარდა ამისა, მან რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ოლიგარქების წინააღდეგაც დაგეგმილი შეზღუდვების შესახებაც ისაუბრა.

 

მისი განცხადებით, დასავლეთი გაყინავს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს და რუს ოლიგარქებს აუკრძალავს აქტივების დასავლურ ბაზარზე გამოყენებას.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები