მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას - როცა კენჭს ვიყრიდი, ვამბობდი, რომ ყველა უკრაინელი პრეზიდენტია, ახლა კი ყველა ჩვენგანი მეომარია, რადგან პასუხს ვაგებთ ჩვენს მშვენიერ უკრაინაზე

28.02.22 14:00


ყველა ჩვენგანი მეომარია, რომელმაც უნდა დაიცვას თავისი სახელმწიფო, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ქვეყნის მოსახლეობას.

 

ზელენსკის განმარტებით, როდესაც ის კენჭს იყრიდა პრეზიდენტად, ამბობდა, რომ თითოეული უკრაინელი პრეზიდენტია, რადგან ყველა არის პასუხისმგებელი უკრაინაზე, ახლა კი ასე მოხდა, რომ ყველა მეომარია.

 

„როდესაც მე კენჭს ვიყრიდი პრეზიდენტად, ვამბობდი, რომ ყველა ჩვენგანი პრეზიდენტია, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა პასუხს ვაგებთ მასზე, ჩვენს მშვენიერ უკრაინაზე. ახლა კი ისე მოხდა, რომ ყველა ჩვენგანი მეომარია. მეომარი თავის ადგილზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანი გაიმარჯვებს,“- განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები