მსოფლიო

ევროკავშირმა 7 რუსული ბანკი SWIFT-დან გათიშა

02.03.22 17:40


ევროკავშირმა აამოქმედა სანქციები, რომელიც შვიდი რუსული ბანკის SWIFT-ის საბანკო კომუნიკაციების სისტემიდან გარიცხვას ითვალისწინებს.

 

ბანკებს : VTB-ს, Bank Otkritie-ს, Novikombank-ს, Promsvyazbank-ს, Rossiya Bank-ს, Sovcombank-სა და Vnesheconombank-ს (VEB) SWIFT-ის ოპერაციების შესაჩერებლად 10 დღე მიეცათ.

 

სიაში არ შედის ორი ძირითადი რუსული ბანკი, Sberbank -ი და Gazprombank-ი, ისინი SWIFT-თან დაკავშირებული რჩებიან, რათა ევროკავშირის ქვეყნებს საშუალება ჰქონდეთ გადაიხადონ რუსული გაზისა და ნავთობის მიწოდების საფასური.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები