მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - ბრწყინვალე შედეგი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, ჩვენკენ 141 სახელმწიფოა, რუსეთისკენ კი მხოლოდ ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, სირია და ბელარუსი

03.03.22 16:00


ჩვენ ვართ ერი, რომელმაც მტრის გეგმები ერთ კვირაში ჩაშალა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, უკრაინა არ დათმობს იმას, რაც მას ეკუთვნის.

 

„ძვირფასო უკრაინელებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთესა და სიძლიერეს, მაგრამ, სიკეთეს არა მტრების მიმართ. ჩვენ ვართ ერი, რომელმაც ერთ კვირაში ჩაშალა მტრის გეგმები, წლების განმავლობაში მოღალატეობრივი განზრახვით, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მიმართ სიძულვილით აგებული გეგმები. მაგრამ ჩვენ ისინი შევაჩერეთ. ჩვენ ისინი დავამარცხეთ. ჩვენი სამხედროები, მესაზღვრეები, ტერიტორიული თავდაცვა, ჩვეულებრივი ფერმერებიც კი ყოველდღიურად იჭერენ რუს სამხედროებს და ყველა იმავეს ამბობს, რომ არ იციან, რატომ არიან აქ. იმის მიუხედავად, რომ მათი რაოდენობა ათჯერ მეტია, მტრის მორალური განწყობა უარესდება. სულ უფრო მეტი დამპყრობელი გარბის რუსეთში.

 

რუსები თუ სადმე შევიდნენ, მხოლოდ დროებით. ჩვენ გამოვდევნით მათ.

სამარცხვინოდ. რიგითი ადამიანები აძევებენ დამპყრობლებს სასურსათო მაღაზიებიდან, სადაც რუსი ჯარისკაცები საკვების მოძიებას ცდილობენ. ესენი ზესახელმწიფოს მეომრები არ არიან. ესენი არიან დაბნეული ბავშვები, რომლებიც გამოიყენეს. ყველა დამპყრობელმა უნდა იცოდეს, რომ აქ ვერაფერს მიიღებენ, ვერავინ დაიპყრობს. მაშინაც კი, თუ მათ მეტი აღჭურვილობისა და მეტი ადამიანის მოგროვება შეუძლიათ, მათთვის არაფერი იცვლება. სადაც არ უნდა შევიდნენ, ყველგან განადგურდებიან, სიმშვიდე არ ექნებათ. საკვები არ ექნებათ. მათთვის მშვიდი მომენტი არ იქნება. დამპყრობლები უკრაინისგან მხოლოდ უარს მიიღებენ, სასტიკ უარს. ისეთ წინააღმდეგობას, რომელიც სამუდამოდ დაამახსოვრდებათ.

 

ჩვენ არ დავთმობთ იმას, რაც ჩვენია. დიახ, ეს ჩვენთვის სამამულო ომია და ჩვენ ვიცით, როგორ დასრულდება ის დამპყრობლებისთვის. ჩვენი არმია ყველაფერს აკეთებს, რათა მტერი მთლიანად გატეხოს. თითქმის ცხრა ათასი რუსი დაიღუპა ერთ კვირაში. უკრაინას არ სურს მისი ტერიტორიის სამხედრო გვამებით დაფარვა. წადით სახლში მთელი თქვენი ჯარით. უთხარით თქვენს მეთაურებს, რომ გსურთ ცხოვრება. ომი უნდა შეწყდეს და მშვიდობა აღდგეს რაც შეიძლება მალე. დღეს, ჩვეულებრისამებრ, აქტიური მოლაპარაკებების დღე იყო ჩვენი ომის საწინააღმდეგო კოალიციის წევრი ქვეყნების ლიდერებთან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

ამასთან, როგორც ზელენსკი ამბობს, ბრწყინვალე შედეგია, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზეა 141-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ავალდებულებს, დაუყოვნებლივ გავიდეს უკრაინიდან, ბრწყინვალე შედეგია.

 

„ბრწყინვალე შედეგი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე: 141-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ავალდებულებს, დაუყოვნებლივ გავიდეს უკრაინიდან. ჩვენკენ 141 სახელმწიფოა, რუსეთისკენ კი მხოლოდ ოთხი. ოთხი სახელმწიფო, რომლებმაც ხმა ჩვენ წინააღმდეგ მისცეს და მათი სია ასეთია: ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, სირია და ბელარუსი. აი, ასეთი სიაა, ასეთი მეგობრები და სხვებისთვის სახელმწიფო არ იქნება, ვინც არ იცის, თუ როგორ იცხოვროს მშვიდობიანად“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ უკრაინელებს შეეშინდებათ ან დანებდებიან, მათ არაფერი იციან უკრაინის შესახებ.

 

„იმდენჯერ უნდოდათ ჩვენი განადგურება, ვერ მოხერხდა! ძალიან ბევრი გამოვიარეთ! თუ ვინმეს ჰგონია, რომ უკრაინელები შეშინდებიან, დაიშლებიან ან დანებდებიან, მან არაფერი იცის უკრაინის შესახებ, მას უკრაინაში არაფერი ესაქმება. წადი სახლში! დაიცავი რუსულენოვანი ხალხი! არა მთელ მსოფლიოში, არამედ საკუთარ ქვეყანაში, თითქმის 150 მილიონი ადამიანი გყავს! აქ კი, დიდება უკრაინას!“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

გაერო-ში 141-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები