მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი - ჩვენ არ გვაქვს ცუდი განზრახვა მეზობლების მიმართ - ვურჩევდი მათ, არ დაძაბონ სიტუაცია, არ დააწესონ რაიმე შეზღუდვა

04.03.22 16:40


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს არ აქვს ცუდი განზრახვა მეზობელი ქვეყნების მიმართ და ყველა ქმედება განპირობებულია მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ არამეგობრული ზომების საპასუხოდ.

 

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ჩვენ არ გვაქვს ცუდი განზრახვა მეზობლების მიმართ. ვურჩევდი მათ, არ დაძაბონ სიტუაცია, არ დააწესონ რაიმე შეზღუდვა. ჩვენ ვასრულებთ ყველა ჩვენს ვალდებულებას და ვაგრძელებთ მათ შესრულებას. ვერ ვხედავთ ჩვენი ურთიერთობების ესკალაციის ან გაუარესების აუცილებლობას. ყველა ჩვენი ქმედება წარმოიქმნება მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ,“- აღნიშნა პუტინმა.

 

მისი თქმით, ყველამ უნდა იფიქროს „ურთიერთობების ნორმალიზებაზე, ნორმალურ თანამშრომლობასა და ურთიერთობები ნორმალურად განვითარებაზე.“

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები