მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი - არ გავასაჯაროებ ინფორმაციას უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდების შესახებ - დარჩეს სიურპრიზად მტრისთვის, თუმცა იცოდეთ, ამ მიმართულებით სერიოზული პროგრესია

07.03.22 13:00


არ გავასაჯაროებ ინფორმაციას უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდების შესახებ - ეს დელიკატური საკითხია და დარჩეს სიურპრიზად მტრისთვის. იცოდეთ, ამ მიმართულებით სერიოზული პროგრესია, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

 

ამასთან, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში უკრაინას მიეწოდა, გზაშია ან დაკონტრაქტდა 50 ათასი ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი.

 

„მომწოდებლებისგან ვიღებთ ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისთვის უკვე შეკერილ ფორმებს. იყვნენ ჩვენი დამცველები ჩაცმულები სხვადასხვა ფორმაში. მთავარია - თავს კომფორტულად გრძნობდნენ მტერთან ბრძოლისას.

 

ჩვენ ასევე ვმუშაობთ პარტნიორებისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიღების მიმართულებით, მაგრამ გამარჯვების რწმენას გვმატებს არა წარმოთქმული დაპირებები, არამედ უკრაინის საჰაერო ძალები,“- განაცხადა რეზნიკოვმა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები