მსოფლიო

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გაიმართა

21.03.22 18:00


უკრაინა - რუსეთის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ოფიციალურ დელეგაციებს შორის უკვე დასრულდა. ამის შესახებ ფრაქცია „სლუგა ნაროდის“ თავმჯდომარემ და უკრაინული დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ განაცხადა.

 

მისი ინფორმაციით, ოფიციალურ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა და უკრაინის დროით 12:00 საათზე დასრულდა.

 

„შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. 10:30 საათიდან 12:00 საათამდე გაგრძელდა ოფიციალური დელეგაციის შეხვედრა. ამის შემდეგ კვლავ სამუშაო ჯგუფების მუშაობა გაგრძელდა. დღეს მთელი დღე ვმუშაობთ“,- განაცხადა არახამიამ.

 

მან მოლაპარაკებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროვა.

 

ცნობისთვის, დღეს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გაიმართა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები