მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: დავისვენებთ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ. ეს კი, ნამდვილად მოხდება

23.03.22 13:20


არ დავიღლებით, დავისვენებთ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ. ეს კი, ნამდვილად მოხდება, – ამის შესსახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

პრეზიდენტმა უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

 

„ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა დონეზე, რომ რუსეთს ამ სასტიკი ომის შეწყვეტა ვაიძულოთ. მოლაპარაკებებში უკრაინის წარმომადგენლები თითქმის ყოველდღიურად მონაწილეობენ. ეს ძალიან რთული, ზოგჯერ სკანდალურია, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, განსაკუთრებული ასპექტი უსაფრთხოების გარანტიებია. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის უსაფრთხოების გზა გაამყარებს აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებას.​

 

„განსაკუთრებული ასპექტი უსაფრთხოების გარანტიებია. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამარტო უკრაინისთვის, არამედ ყველა მეზობელი ქვეყნისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში მოსახლეობას იმ მხარდაჭერის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც უკრაინა ყოველდღიურად იღებს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მისი ინიციატივისთვის, რომ მარიუპოლში თავად ჩაიტანოს ჰუმანიტარული ტვირთი.

პრეზიდენტის თქმით, რუსების მიერ ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში 100 ათასი ადამიანი არაადამიანურ პირობებში რჩება.

 

„სრულ ბლოკადაში არიან, საკვების, წყლის, ელექტროენერგიის გარეშე, მუდმივი დაბომბვის ქვეშ“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები