მსოფლიო

სერგეი ლავროვი - ვიმედოვნებთ, რომ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება

28.03.22 14:00


რუსეთი იმედოვნებს, რომ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ოფიციალური მოსკოვი დაინტერესებულია, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს იმ შედეგებით, რომლითაც რუსეთის მიერ დასახული პრინციპული მიზნების მიღწევა გახდება შესაძლებელი.

 

„ეს უპირველეს ყოვლისა დონბასში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობების შეჩერებაა, რომელიც 8 წლის განმავლობაში გრძელდება და მთელი პროგრესული დასავლური საზოგადოება ამაზე დუმს. არც ერთხელ არ გამოსულა ის რაიმე კრიტიკული კომენტარით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადევნებდა თვალს, როგორ ხორციელდებოდა დონბასში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, საავადმყოფოების, საბავშვო ბაღების, პოლიკლინიკებისა და საცხოვრებელი სახლების დაბომბვა“,- განაცხადა ლავროვმა.

 

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების რესურსი არსებობს.

 

„მე ვხედავ, რომ მოლაპარაკების შანსი არსებობს, რადგან ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მრავალწლიანი უხეში შეცდომების დაშვების აღქმა არსებობს, თუმცა გასაგები მიზეზებით ამაზე ისინი [უკრაინელები] ხმამაღლა არ ისაუბრებენ“,- განაცხადა ლავროვმა.

 

ამასთანავე ლავროვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ახლა შეხვედრის გამართვა კონტრპროდუქტიული იქნება. მისი განმარტებით, ლიდერებს შორის ნებისმიერი სახის შეხვედრა მხოლოდ მას შემდეგ უნდა გაიმართოს, რაც ორი მხარე საკვანძო საკითხებზე პოზიციების დაახლოებას შეძლებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები