მსოფლიო

დიმიტრი მედვედევი - რუსეთი საკვებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მხოლოდ მეგობარ ქვეყნებს მიაწვდის

01.04.22 12:20


რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი საკვებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს „მხოლოდ მეგობარ ქვეყნებს მიაწვდის“.

 

მისი თქმით, „საბედნიეროდ, რუსეთს ბევრი მეგობარი ჰყავს და ისინი სულაც არ არიან ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში".

 

„სოფლის მეურნეობის პროდუქტების საფასურის გადახდას მეგობარი ქვეყნები შეძლებენ როგორც რუბლში, ასევე მათ ეროვნულ ვალუტაში“,- განაცხადა მედვედევმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები