მსოფლიო

სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესში „წინსვლა შეიმჩნევა“

01.04.22 16:00


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, უკრაინის შეთავაზებებზე პასუხს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

რუსეთის პირველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების პროცესში წინსვლა შეიმჩნევა, მათ შორის უკრაინის ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით.

 

„უკრაინულმა მხარემ შეთანხმების მისი ხედვა წარმოადგინა, რომელთა მიღწევა აუცილებელია. ეს შეთანხმება უნდა ჩამოყალიბდეს. ჩვენ ვამზადებთ რეაქციას“,- განაცხადა ლავროვმა.

 

 

source: IPN 

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები