ანალიტიკა

ხოჯალი - გაგრა - სოხუმი - ბუჩა

05.04.22 10:15


1992 წლის 25-26 თებერვალს ქალაქ ხოჯალიში მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მოსახლეობის საშინელი გენოციდიდან ზუსტად 30 წლის შემდეგ, კიევთან ახლოს მდებარე უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის არანაკლებ საშინელი ხოცვა-ჟლეტა დაიწყო. რუსი დამპყრობლები ბუჩაში პირველად 25-26 თებერვალს გამოჩნდნენ, მაგრამ უკვე 2022 წელს. ურთიერთკავშირი ამ ორ ტრაგედიას შორის სიმბოლური და ავისმომასწავებელია. ისევე, როგორც მათი ურთიერთკავშირი 1992-1993 წლებში აფხაზეთის ძირძველი ქართველი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტასთან.

 

 

2022 წლის 7 მარტს „კავკაზპლუსი“  სტატიაში „სპეციალური ოპერაციები“ მიწის ძირძველი მოსახლეობისგან გასაწმენდად: ხოჯალი, სოხუმი, უკრაინა...“ (http://kavkazplus.com/news.php?id=35725) უკვე დაიწერა უკრაინის მოსახლეობის მიმართ ოკუპანტების ბოროტი გეგმების შესახებ. მაგრამ მაშინ ბუჩაში მომხდარი საშინელი ხოცვა-ჟლეტის დეტალები ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი.

 

ქალაქში შესვლისთანავე, ოკუპანტებმა ელექტროენერგია და მობილური კომუნიკაციები გათიშეს, შემდეგ დადიოდნენ სახლებში და ხალხს მობილურ ტელეფონებს ართმევდნენ. ამიტომ, 2022 წლის აპრილის დასაწყისამდე არ იყო ცნობილი თუ რა ხდებოდა ქალაქში. ისინი, ვინც თავი დააღწია ბუჩაში მომხდარ კოშმარს, ხოცვა-ჟლეტაზე, სიკვდილით დასჯაზე, წამებასა და შეურაცხყოფაზე საუბრობდნენ, მაგრამ მათ გულის ამაჩუყებელ მონათხრობს დოკუმენტური ინფორმაცია ვერ ამყარებდა.

 

და აი 2022 წლის 30-31 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად, დამპყრობლებმა დაიწყეს ბუჩასა და კიევის რეგიონის ნაჩქარევად დატოვება, უკუიქცნენ ჩერნობილის ზონის გავლით ბელორუსის ტერიტორიაზე. ვინაიდან რუს აგრესორებს ეშინოდათ, რომ უკრაინული არმია მათ გაქცევის გზებს დაუბლოკავდა, ნაჩქარევად და პანიკურად გარბოდნენ, ამასთან ოკუპანტები უპირველეს ყოვლისა ცდილობდნენ „ნაძარცვი“ ქონების გატანას. საბოლოოდ, აგრესორებმა ვერ მოასწრეს  დანაშაულის კვალის დაფარვა. თუმცა, გაქცევისას ყველაფერი დანაღმეს რაც შესაძლებელი იყო, მათ შორის დაღუპულთა ცხედრები და დახვრიტეს მშვიდობიანი მოქალაქეები.

 

როდესაც უკრაინული ჯარი ქალაქში შევიდა, მის თვალწინ საშინელი სურათი გადაიშალა. ქალაქის ქუჩები სავსე იყო მშვიდობიანი მოსახლეობის გვამებით. თუმცა, კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი იყო სარდაფებში და სხვადასხვა „ჩიხებში“ და ცხადი იყო, რომ ადამიანებს სიკვდილამდე აწამებდნენ. მაგრამ თვითმხილველებზე განსაკუთრებით იმოქმედა 17-18-დან დაახლოებით 65-70 წლამდე ზურგზე ხელშეკრული, თავში დამიზნებით მოკლული მამაკაცების გვამების ხილვამ.

 

ბუჩადან ლტოლვილებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომელიც დაუჯერებლად მიაჩნდათ 2022 წლის თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ქალაქისთვის გაშმაგებული ბრძოლის დროს: რომ ოკუპანტები სპეციალურად ეძებდნენ სამხედრო ასაკის მამაკაცებს და მიზანმიმართულად კლავდნენ მათ. ანუ ადგილი ჰქონდა გამიზნულ გენოციდს. შედეგად, მსოფლიოში ბუჩას უკვე უწოდეს მეორე „სრებრენიცა“ (ქალაქი ბოსნიაში, სადაც სერბი ბოევიკების მიერ მუსლიმი მოსახლეობის მასობრივი გენოციდი განხორციელდა).

 

შემზარავი  იყო მოკლული და ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქეების  გვამების ხილვა არა მხოლოდ ბუჩაში, არამედ კიევის რეგიონის სხვა განთავისუფლებულ დასახლებებშიც. საშინელი სანახავი იყო კიევიდან დასავლეთით გამავალი კიევი-ჟიტომირის გზატკეცილი, მას შემდეგ რაც უკრაინულმა არმიამ მასზე  კონტროლი აიღო. იგი სავსე იყო დამპყრობლების მიერ დამწვარი და დაცხრილული ათობით მანქანით,  მათში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეებით, რომლებიც ცდილობდნენ დაეტოვებინათ კიევი და მისი შემოგარენი.

 

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რა საშინელება მოხდა ბუჩაში, ბევრმა დაიწყო კითხვის დასმა „როგორ მოხდა ეს“? ბოოს და ბოლოს კრემლის ოფიციალური პროპაგანდაც კი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ უკრაინელები ან როგორც პროპაგანდისტები ამბობდნენ „პატარა რუსები“ იყვნენ „მოძმე ხალხი“ ან „ერთი და იგივე ხალხი“. აქ კი ასეთი საშინელი სისასტიკე.

 

აქ თავს ვერ ავარიდებთ ხოჯალის, ისევე როგორც აფხაზეთის ქართველი მოსახლეობის გენოციდის მექანიზმის გააზრებას. ვინაიდან პირველი, მეორე და მესამე გენოციდს ერთი და იგივე „იდეოლოგიურ საფუძველი“ დაუდეს გარკვეულმა ძალებმა.

 

შეგახსენებთ, რომ ხოჯალის გენოციდამდე სომეხი ნაციონალისტები ყოველმხრივ განავრცობდნენ ნაცისტურ „თეორიას“, რომ ისინი იყვნენ სომხები არა მხოლოდ „უძველესი კულტურული ქრისტიანები“, არამედ  „რუსეთის ჭეშმარიტი მეგობრები“. თურქებისგან განსხვავებით, რომლებიც "ველურებად" "უცხო" და "მტრებად" გამოცხადდნენ. უფრო მეტიც, „მტრების“ რიგებში ჩვილებიც კი დაფიქსირდნენ, მხოლოდ მათი აზერბაიჯანული ან თურქული წარმომავლობის გამო.

 

იგივე მოხდა აფხაზეთში ქართველების გენოციდის დროსაც. აქ ისევ აფხაზები და განსაკუთრებით სომხები (რომლებიც ასევე იყვნენ „გენოციდის მრავალტანჯული მსხვერპლი“) გამოცხადდნენ „ძირძველებად“, „თავისუფლებისმოყვარეებად“ და „რუსეთის მეგობრებად“. და ქართველები მოხვდნენ „აგრესიაში დამნაშავეთა“, „ნაციზმითა და ფაშიზმით ინფიცირებულთა“, „სტალინისა და ბერიას მიერ გადმოსახლებულთა“ სიაში, რომლებიც ასევე „პასუხს აგებდნენ სტალინისა და ბერიას დანაშაულებზე“, „რუსეთის ღალატზე“, „დასავლეთთან კავშირების გამო". ამ მოსაზრებების საფუძველზე, მოეწყო მშვიდობიანი მოსახლეობის ტოტალური განადგურება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები იყვნენ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ „ქართული ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლები“ ​​იყენებდნენ ეთნიკური წმენდის ყველაზე ფაშისტურ მეთოდებს, რეპრესიებს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ და ახორციელებდნენ ეთნიკურ წმენდას ნაცისტური სტანდარტებით.

 

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კიევის რეგიონის (მათ შორის ბუჩის) მოსახლეობის გენოციდში მონაწილეობდნენ ოკუპირებული გუდაუთის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა რიგებში ირიცხებიან ეთნიკური სომხები და აფხაზები.  ამჯერად უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში კვლავ მონაწილეობდნენ  ცნობილი ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის ბოევიკები, ასევე მათი "თანამემამულეები" აფხაზეთის სომეხთა რიგებიდან.

 

კიევის გარეუბანში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის წინა დღეებში, რომელმაც ბუჩაში ყველაზე საშინელი პროპორციები მიიღო ოკუპანტებმა და კრემლის პროპაგანდისტულმა მანქანამ, რომელსაც მარგარიტა სიმონიანის მსგავსი სომეხი ნაციონალისტები აკონტროლებდნენ, თითქოს გამამართლებელი საფუძველი მოუძებნეს ხოჯალის  და აფხაზეთის ქართველების გენოციდს.

 

უკრაინის ომი რუსეთის ფედერაციის სომეხმა პროპაგანდისტებმა გამოაცხადეს, როგორც "დენაზიფიკაცია" და "დემილიტარიზაცია". „დემილიტარიზაცია“ თავდაპირველად გულისხმობდა იერიშს უკრაინის სამხედრო პოტენციალზე, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ასე სასტიკი იქნებოდა და გულისხმობდა მამრობითი სქესის მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას. უკრაინის „დენაზიფიკაცია“ კიდევ უფრო ბოროტად და მზაკვრულად „გამართლდა“. უკრაინის მკვიდრთა უმეტესობა, განსაკუთრებით მისი დასავლეთიდან და ცენტრალური ნაწილებიდან, შეირაცხა "ბანდერებად", "ფაშისტებად" და "ნაცისტებად", ქალების, მოხუცებისა და ბავშვების ჩათვლით. მათ ავტომატურად "აჰკიდეს" პასუხისმგებლობა "გერმანელი ნაცისტების ძველ დანაშაულებებზე, რომლებიც მიაწერეს ბენდერებს". რუსეთის ფედერაციის სომეხმა პროპაგანდისტებმა კიეველი და კიევის ოლქის უკრაინელები პასუხისმგებელნი გამოაცხადეს დონბასის რუსულენოვანი მოსახლეობის სავარაუდო გენოციდზე, ამიტომ „ მათი დანდობა დაუშვებელი“ იყო. უკრაინელების განადგურების იდეოლოგებისთვის არც იმ ფაქტს შეუქმნია უხერხულობა,  რომ რუსეთის არმიამ ერთდროულად გაანადგურა დონბასი და რუსულენოვანი ქალაქი მარიუპოლი თავისი მოსახლეობითურთ. ამ საშინელი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლნი „ნაცისტ აზებს“ მიაწერეს. ყოველ შემთხვევაში, მარიუპოლის მაცხოვრებლებს, რომლებიც გადაურჩნენ სროლებსა და დაბომბვას და აღმოჩნდნენ დამპყრობლებთან, როგორც წესი არ აწამებდნენ და არ ხვრეტდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ ისინი იყვნენ "განთავისუფლებული რუსულენოვანი მოსახლეობა". რომლებიც, მიუხედავად ამისა განადგურებული მშობლიური მიწიდან რუსეთში ფილტრაციის ბანაკებში უნდა გაეგზავნათ“.

 

ზემოთ აღწერილის მსგავსად, 1992 წელს ხოჯალში აზერბაიჯანელ ქალებსა და ბავშვებს აგებინეს პასუხი ოსმალეთის იმპერიაში სომხების მითიური „გენოციდისთვის“. ზოგადად, ხოჯალის გენოციდის მსხვერპლთა წინაპრებს, მათი დიდი  სურვილის მიუხედავად, წვლილი არ მიუძღვით, რადგან ისინი სრულიად განსხვავებული იმპერიის - რუსეთის ქვეშევრდომები იყვნენ.

 

ახლა კი, როცა გენოციდის ფაქტები მთელმა მსოფლიომ იხილა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი-კალონტაროვი ცდილობს უარყოს აშკარა დანაშაული. კერძოდ, ლავროვმა მოსკოვში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსთან გამართულ მოლაპარაკებებზე ბუჩაში რუსი სამხედროების ხოცვა-ჟლეტას "მორიგი ყალბი თავდასხმა" უწოდა. „რუსმა სამხედროებმა ეს ქალაქი 30 მარტს სრულად დატოვეს”.

 

საინტერესოა, რომ სულ რაღაც 3 კვირაში სომეხი ნაციონალისტები ნიანგის ცრემლებს დაღვრიან მითიური „1915 წლის გენოციდის“ გამო, რის დასტურადაც მათ არ შეუძლიათ წარმოადგინონ არც ერთი დოკუმენტი ან თუნდაც გაუყალბებელი ფოტომასალა, არაფერი, გარდა საკუთარი შეთხზული ამბებისა და სიყალბისა. აქ კი „ცხელ კვალზე“ გამოძიებულ დანაშაულს უარყოფენ, რომელსაც უამრავი მოწმე და თვითმხილველი ჰყავს. 

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები