ანალიტიკა

ხაჩკარი სეპარატისტთა პატივსაცემად ქართულ მიწაზე

06.04.22 18:00


სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება სომხებით დასახლებულ ქართულ რეგიონში სამცხე-ჯვახეთში აგრესიული სეპარატიზმის პროპაგანდა. ცოტა ხნის წინ სეპარატისტების ტელეგრამის არხმა „ჯავახკი“ გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოში ბოევიკებისა და სეპარატისტების მორიგი „განდიდების“ შესახებ. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება ქვეყანაში, რომელმაც სეპარატიზმის გამო დაკარგა ტერიტორიის 20% და ჰყავს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან სეპარატისტებისა და სომეხი ბოევიკების მიერ განდევნილი 300 000-ზე მეტი დევნილი. გთავაზობთ ამ ინფორმაციას: ( https://t.me/jvkhk1/686):

 

„3 აპრილს ახალგაზრდული ცენტრის აღსაზრდელებმა ყვავილებით შეამკეს ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიის ეზოში აღმართული ხაჩკარი „არცახის რესპუბლიკაში“ ოთხდღიანი ომის დროს დაღუპული სომეხი ვაჟკაცების ხსოვნის პატივსაცემად.

 

„თითოეული იქ მყოფი აღსაზრდელი აცნობიერებდა, რომ წლები  მხოლოდ ამძაფრებს დანაკარგით გამოწვეულ ტკივილს, ფასდაუდებელს ხდის უდანაშაულო მსხვერპლთა უკვდავებას და ჩვენი არსებობის განუზომელ ვალს მათ წინაშე“, - ნათქვამია ახალგაზრდული ცენტრის ფეისბუქ გვერდზე.

 

ახალგაზრდული კავშირი "ჯავახკის" მოსწავლეებმა გვირგვინებით შეამკეს ხაჩკარი, ასევე შეასრულეს პატრიოტული სიმღერები და წარმოთქვეს ლექსები."

 

ქართულ მიწაზე სომეხი ეროვნების ახალგაზრდებს ისევ ასწავლიან   უცხო ტერიტორიის დამპყრობლებისა და სეპარატისტი ბოევიკების „გმირებად“ აღქმას. ამ ბანდიტებს, რომლებმაც მწუხარება და სიკვდილი მოუტანეს საქართველოს მეგობარი აზერბაიჯანის მიწას, ძეგლებს-ხაჩკარებს უდგამენ და ყვავილებით რთავენ. უფრო მეტიც ეს ძეგლი ქართულ ეკლესიაში დადგეს, რომელიც რუსეთის იმპერიის მიერ ოდითგანვე  ქართულ მიწებზე ჩამოსახლებულმა სომხებმა მიითვისეს და შემდეგ „სომხურ ეკლესიად“ გადააკეთეს.

 

ჩნდება კითხვა – რას გააკეთებენ ასეთ სულისკვეთებით აღზრდილი ახალგაზრდები როცა გაიზრდებიან? მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ სეპარატიზმის მხარდასაჭერად საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის საფრთხე არ გამქრალა.

 

ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა სისხლიანი ომი უკრაინაში. ამასობაში სომეხი „ჯავახკელი“ სეპარატისტები დიდი ხანია ოცნებობდნენ რუსეთისგან „დახმარების“ მიღებას. სწორედ ისე, როგორც დღეს ის მივიდა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტების "დასახმარებლად", თან სიკვდილი და ნგრევა მოუტანა უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს.

 

გარდა ამისა, სეპარატისტული „არცახიდან“ ბანდიტებისა და ტერორისტების „გმირობით“ წაქეზებულ ახალგაზრდებს სომეხი „ჯავახკი“ სეპარატისტები, ფაქტობრივად ამზადებენ ბოევიკების ახალ თაობას, რომელიც გარე აგრესიის ან სეპარატისტული აჯანყების შემთხვევაში ისევე დახოცავენ ქართველებს, როგორც აფხაზეთში ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის სომეხმა მებრძოლებმა.  სამწუხაროდ სამართალდამცავი ორგანოები თვალს ხუჭავენ სეპარატისტული პროპაგანდის ამ საზარელ ფაქტებზე.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები