პოლიტიკა

გიგა ბოკერია მეუფე შიოზე - პუტინის წარმომადგენელს რა ჰქვია - შიო...

11.05.22 12:20


ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გიგა ბოკერიამ მეუფე შიოს პუტინის წარმომადგენელი უწოდა და აღნიშნა, რომ დიდი შეცდომაა, როდესაც სააკაშვილის ოჯახი და პოლიტიკური გუნდი მეუფე შიოს სთხოვს სააკაშვილის განთავისუფლებას. ეს იგივეა, რომ პუტინს ვთხოვოთ თავისი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება. 

 

„ამ პოლიტიკურ გუნდში ეს იყო დისკუსიის ნაწილი. ოჯახიდანაც შეცდომაა, თუ იძახი, რომ ეს არის პუტინის პატიმარი. სხვათა შორის, მე ამ ტერმინოლოგიას არ ვხმარობ. მე ვთვლი, რომ ეს არის პუტინისტური რეჟიმი და მისი პოლიტიკური პატიმარი. მაგრამ, მით უმეტეს, თუ ამ ტერმინოლოგიას ხმარობ ხო, მის წარმომადგენელს - რა ჰქვია შიო. მათ წარმომადგენლებს უნდა ვთხოვოთ? ეს ხომ აზრის მოკლებულია - იგივეა რომ პუტინს ვთხოვოთ, რომ გამოუშვი შენი პატიმარი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები