პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

11.05.22 13:00


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა ჰაიდი გრაუს სამინისტროს მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სერვისებს, ასევე დასაქმების საკითხებს. იმსჯელეს მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.

 

მხარეებმა COVID-19-ის კუთხით არსებული დადებითი დინამიკაც განიხილეს.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ შვეიცარიაშიც, საქართველოს მსგავსად, უკვე ყველა შეზღუდვა მოხსნილია.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები