პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ტრანსპორტის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

11.05.22 17:00


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ტრანსპორტის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

 

ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ასოცირების შესახებ შეთანხმების VI თავი ითვალისწინებს, სადაც საუბარია ტრანსპორტის ოთხი ძირითადი დარგის.

 

საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის სფეროებში არსებული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციასა და მათი აღსრულების მექანიზმების შექმნაზე.

 

საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით, ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაცია კომიტეტის წევრებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა. მისი თქმით,  აღნიშნული მიმართულებით, უკვე განხორციელდა შეთანხმებით გათვალისწინებული 70-მდე რეგულაციის ანალიზი და შემუშავებულია მათი დანერგვის გეგმა.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის თქმით კი, საზღვაო ტრანსპორტის სფეროში გათვალისწინებულია 22 ევროკავშირის დირექტივის და რეგულაციის იმპლემენტაცია, რომელთაგანაც 18 უკვე დანერგილია, 1 დირექტივა არ არის რელევანტური ხოლო დანარჩენი დანერგვის პროცესშია.

 

მომხსენებლის ინფორმაციით, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევრო დირექტივების დანერგვა უკავშირდება საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის სრულ რეფორმირებას და რკინიგზის რესტრუქტურიზაციას. მისი თქმით, სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებით ასოცირების შესახებ შეთანხმება ადგენს ევროკავშირის 8 დირექტივაზე რეგულაციას.

 

მომხსენებლის ინფორმაციით საავტომობილო ტრანსპორტის ნაწილში, ასოცირების შესახებ შეთანხმებით  გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტები, უკავშირდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ავტომობილების უსაფრთხოების მდგომარეობის,  სატვირთო გადაზიდვების და მგზავრთა გადაყვანის სერვისის, მძღოლთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას.

 

„საავტომობილო ტრანსპორტის  მიმართულებით ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის 7 დირექტივასა და 3 რეგულაციასთან დაახლოებას. აღნიშნული სამართლებრივი აქტები დადგენილი ვადების შესაბამისად, სრულად, ან ნაწილობრივ უკვე ასახულია საქართველოს კანონმდებლობაში“, - განაცხადა მომხსენებელმა.

 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები