პოლიტიკა
12.05.22 17:00
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი გიგი უგულავა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის სურათი, რაც საზოგადოებამ სააკაშვილთან მიმართებით იხილა, დამშვიდების უფლებას არ იძლევა.
გიგი უგულავამ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას მეწვრილმანეობა და ხელისუფლების წარმომადგენლებს „რწყილის გამტყავებლები“ უწოდა.
„ის სურათი, რაც ჩვენ ვნახეთ დამშვიდების უფლებას და საშუალებას არ გვაძლევს. ყველაზე ცუდი თვისება, რომელიც ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს, ეს არის მეწვრილმანეობა. გუშინ ხომ ვნახეთ რაც ხდებოდა... დამოკიდებულებაზეა აქ საუბარი.
როდესაც ჯიბრის სპირალში შედიხარ, ეგ ცალკე მოდალობაა და ეს არის სწორედ სახიფათო. ამ ისტორიის მთავარი ანომალია, გარდა იმისა, რომ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იყოს, მთავარი ანომალიაა, როდესაც მის ჯანმრთელობის საკითხზე საუბრობენ პოლიტიკოსები. ხან ერთ დიაგნოზს სვამენ, ხან მეორე დიაგნოზს, შემდეგ ექიმებს ამუნათებენ. ხელისუფლება ასეთ ტონალობაში ლაპარაკობს და ვხედავთ ამ მეწვრილმანეობას, ჯიბრში ჩადგომას.
ასეთ მოცემულობაში შეიძლება კატასტროფა მოხდეს, ისე რომ ეს შეიძლება არავის უნდოდეს. მარკესის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა ხომ ეს არის? ყველამ ყველაფერი იცის, ყველა თითქოს რაღაცას გრძნობს, ვიღაცა წუხს, ვიღაცას ნაკლებად აინტერესებს... სწორედ ამიტომ არის სახიფათო ასეთი დამოკიდებულება. ეს არის რწყილის გამტყავებელი ხალხი“, - განაცხადა გიგი უგულავამ „მთავარის“ ეთერში.
შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი დილით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამედიცინო გამოკვლევების მიზნით რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკა, „ვივამედში“ გადაიყვანა.
ამ დრომდე სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ კლინიკის ექიმებს განცხადება არ გაუკეთებიათ. „ვივამედის“ ტერიტორიის ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24