პოლიტიკა

სასამართლომ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ ის არ არსებობს და ჩვეულებრივი ჩმორების კანტორაა - უგულავა

16.05.22 10:20


ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო გაწელავს ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდება მას ან მის ოჯახს ცხვირში. თავად აგდებს საკუთარ უსაფრთხოებას საფრთხეში იმით რასაც აკეთებს, ყველა წითელ ზღვარს გადავიდა.

ივანიშვილი ამ ქვეყანაში ვერ იცხოვრებს და მისი დატოვება მოუწევს, იმიტომ, რომ სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა აქვს, რასაც არავინ არ აპატიებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

გიგი უგულავას განცხადებით, სასამართლომ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ ის არ არსებობს და „ჩვეულებრივი ჩმორების კანტორაა“. მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

 

,,კლანი მართავს სასამართლოს და მიტანილი აქვს ძღვენი ივანიშვილისთვის. არავინ დამიწყოს ზღაპრების მოყოლა, ამ მოსამართლემ თავი მაშინ შეირცხვინა, როდესაც სასამართლოდან გამომიშვა 20 საათში, საქმე დაასრულა და ისე მომიშორა მაშინაც.

პოლიტიკური კონტექსტი გაცილებით მძიმე მდგომარეობაში გვაგდებს, ტელევიზიების შემდეგ მოხდება პარტიების შევიწროება და აღმოვჩნდებით იმ ქვეყანაში საიდანაც გამოვრბივართ და ივანიშვილი გვაბრუნებს - პუტინის რუსეთში.

ვნახოთ ახლა რას იზამს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც პრეზიდენტობა ღრუბლებში ყოფნა ჰგონია, სააკაშვილთან დაკავშირებით ვერ გაბედა მისი შეწყალება, ესეც ხომ არ არის სისხლიანი 9 წელი?“ - აღნიშნა გიგი უგულავამ.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები