პოლიტიკა

„მინდა, ხალხს მივმართო, ხედავთ, რომ უნიათოა ოპოზიცია? ვის ელოდებით მერე?“ - თაკო ჩარკვიანი

16.05.22 11:00


პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის დრო დადგა. მან ხალხს 9 აპრილი შეახსენა და დასძინა, რომ ლიდერების დაჭერის მიუხედავად, ხალხი თავის სიმაღლეზე იდგა.

 

„არ გამოვირჩევი პესიმიზმით და არც ახლა ვაპირებ, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, საქართველოს ბოლოდროინდელი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი მძიმე პერიოდი, ვიდრე ახლა არის, არ მახსენდება. ამიტომ შემოვედი პოლიტიკაში. ნიკა გვარამიას თემასაც არ განვიხილავ ცალკე, ეს არის რუსული სასამართლოს მიერ გასამართლებული ნებისმიერი ჩვენგანი. საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის დრო დადგა. ჩვენ უკვე გაგვიბედეს და სამაჩაბლოში დააყენეს რეფერენდუმით აღიარების საკითხი.

 

მინდა ხალხს მივმართო, ხედავთ, რომ უნიათოა ოპოზიცია? ვის ელოდებით მერე? 9 აპრილს ჩვენ ვინმეს ველოდებოდით? ლიდერები დაიჭირეს 10-ში და 11-ში, მაგრამ ხალხი მაინც თავის სიმაღლეზე იდგა. ჩვენ ვიყავით ერთად, ლიდერებიც და ხალხიც. საქართველოს დამოუკიდებლობა ჩვენ უნდა დავიცვათ, ხალხმა.

გამოჩნდება 3-4 ლიდერი, პირჯვარი გადავიწეროთ, ე.ი. კარგია. 12-დან 6 ლიდერი არ მოგვწონს? არა უშავს. საქართველოს დამოუკიდებლობა აღმოჩნდა დასაცავი და მერაბ კოსტავას სიტყვები მახსენდება, რომ შენარჩუნება უფრო ძნელიაო. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, ასეთი საშიში დრო საქართველოს არ ჰქონია“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები