პოლიტიკა

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეჭვგარეშეა, რომ ნატოს პარტნიორი ქვეყნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის - საქართველო

16.05.22 11:20


დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეპე კოფოდმა, ბერლინში, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი უნდა გაიმართოს, აღნიშნა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნეოვანი პარტნიორია.

 

„ეჭვგარეშეა, რომ ნატოს პარტნიორი ქვეყნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის - საქართველო. ჩვენ გვაქვს ძლიერი და მჭიდრო პარტნიორობა საქართველოსთან. დანიაში ვფიქრობთ, რომ თითოეულ ევროპულ ქვეყანას აქვს ფუნდამენტური უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და არცერთ ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება, იქნება ეს რუსეთი, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში დემოკრატიის მტრები და პირველია პუტინი, მოქმედებენ. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას. ჩვენ დავეხმარებით და გვერდში დავუდგებით როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნებს, სადაც რუსეთის მხრიდან ინსტრუმენტალიზებულია ავტორიტარიზმი და აგრესია“, - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

გერმანიაში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. მინისტრებმა უკრაინისთვის მხარდაჭერასა და მადრიდის სამიტზე მისაღებ კონცეფციაზე უნდა იმსჯელონ. მინისტერიალის პირველ დღეს დიპლომატები შეხვდნენ კოლეგებს ფინეთიდან და შვედეთიდან. ფინეთი ალიანსის წევრობაზე აპლიკაციის წარდგენას ხვალ აპირებს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები