პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი - ხელისუფლების მიმართ დასავლეთში ჩამოყალიბებულია განწყობა, რომ მათ არ შეიძლება ენდო

16.05.22 11:40


ლენარტ მერის კონფერენციაზე, სადაც ძირითადი მომხსენებელი უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენელი, ორგანიზატორებმა საქართველოს სახელით სალომე სამადაშვილი მიიწვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

 

როგორ “ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ლენარტ მერის კონფერენცია "უკვე 15 წელია ტარდება და მისი შინაარსითა და დატვირთვით შეიძლება ითქვას, რომ ის მიუნხენის კონფერენციას არაფრით ჩამოუვარდება".

 

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ კონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის ნაცვლად, მისი მიწვევა, მრავლისმთქმელია, თუ რა დამოკიდებულება აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ.

 

მისივე თქმით, ხელისუფლების მიმართ დასავლეთში ჩამოყალიბებული განწყობა არის, რომ მათ არ შეიძლება ენდო.

 

„აქ იკრიბებიან პოლიტიკოსები და ყალიბდება ისეთი პოლიტიკა, რომელიც შემდეგ ხდება ნატოს, ევროკავშირის და დასავლეთის პოლიტიკა.

 

მსგავს კონფერენციაზე ძირითადი მომხსენებელი უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენელი, მაგრამ ორგანიზატორების გადაწყვეტილება იყო, რომ ამ კონფერენციაზე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი ვყოფილიყავი მე, რაც ვფიქრობ საკმაოდ მრავლისმთქმელია, თუ რა დამოკიდებულება აქვს დღეს საერთაშორისო თანამეგობრობას ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი მდგომარეობა არის თითქმის ყველა საერთაშორისო ფორუმზე, სადაც ხელისუფლებას უწევს ბრძოლა იმისათვის, რომ მონაწილედ მიიწვიონ. ეს ხდება იმიტომ, რომ ხელისუფლების მიმართ დასავლეთში ჩამოყალიბებული განწყობა არის ის, რომ მათ არ შეიძლება ენდო. უნდობლობა საერთაშორისო ასპარეზზე ეს არის ყველაზე დამაზიანებელი რაც შეიძლება რომ არსებობდეს. შენ რომ მოატყუებ ვიღაცას, მეორეჯერ შენს მიმართ ნდობა უბრალოდ აღარ არსებობს.

 

ამ ხელისუფლებამ რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ მიშელის შეთანხმება " უკან მიუგდო" ევროპას, ამითი ისე დაიზიანა თავი, რომ აქედან ის უბრალოდ ვერასდროს გამოვა და მეორე, რა თქმა უნდა, მათი პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში, რომელიც არის აბსოლუტურად გაუგებარი საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა, რომლის კომენტარსაც "ლელოს" პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები