პოლიტიკა

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორები არიან, უნდა გავაანალიზოთ, რა არის საუკეთესო გზა სამივე სახელმწიფოს დასახმარებლად

16.05.22 13:20


უნდა გავაანალიზოთ, რა სიტუაციაა დასავლეთ ფლანგზე და რა არის საუკეთესო გზა სამივე სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად, – ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟოზე მანუელ ალბარეს ბუენომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

„უკრაინა, მოლდოვა, საქართველო – სამივე ქვეყანა ევროკავშირის ძალიან მჭიდრო პარტნიორია. განსაზღვრულია გზა, რომლისკენ სვლაც უნდა განვაგრძოთ. უნდა გავაანალიზოთ, რა სიტუაციაა დასავლეთ ფლანგზე და რა არის საუკეთესო გზა სამივე სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად“, – განაცხადა ჟოზე მანუელ ალბარეს ბუენომ.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები