პოლიტიკა

Ongo.ge-ს ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებას აპირებს

16.05.22 14:20


მედიასააგენტო Ongo.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას აპირებს, რომელსაც სასამართლომ 16 მაისს 3 წლითა და თვით პატიმრობა მიუსაჯა.

 

„ჩვენ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს ნიკა გვარამიას შეწყალებას. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ზურაბიშვილმა წინასწარ მოილაპარაკა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და მათ პირობა მისცა, რომ პატიმრობის შემთხვევაში ის აუცილებლად შეიწყალებს გვარამიას. სავარაუდოდ, ზურაბიშვილი უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას სისრულეში უახლოეს დღეებში მოიყვანს!“, - იუწყება მედიასაშუალება.

 

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას 3 წელი 6 თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები