პოლიტიკა
16.05.22 15:20
შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, 2022 წლის ნატო-ს მადრიდის სამიტი უნდა იქცეს გარდამტეხი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ფორმატად. ეს კრიტიკულად აუცილებელია რუსეთის აგრესიის შესაკავებლად და როგორც ევროატლანტიკური, ასევე გლობალური უსაფრთხოების დასაცავად. სახიფათო რეალობა ფინეთთან და შვედეთთან ერთად საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში წევრობას მოითხოვს. დღეს ალიანსში წევრობა გულისხმობს უსაფრთხოების რეალური გარანტიის შექმნას, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს“, - ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ 14-15 მაისს, მადრიდის ივნისის სამიტამდე გამართული ნატო-ს არაფორმალური საგარეო მინისტერიალის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა პირისპირ ებრძვის რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს და მისი გამარჯვება იმ ფასეულობებისა და ღირებულებების გამარჯვებაა, რომლებსაც ევროატლანტიკური გაერთიანება ეფუძნება. შესაბამისად, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთგულმა აქტორებმა კიდევ უფრო მეტად უნდა გაზარდონ უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერა და მისცენ აღნიშნულ გაერთიანებაში წევრობის შესაძლებლობა.
„ჩვენც არაერთგზის აღმოვჩნდით რუსეთის აგრესიის სამიზნე. საქართველომ შეუპოვრად იბრძოლა აგრესორის წინააღმდეგ. ამჟამადაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ია ოკუპირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ.
მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, სამშვიდობო და ჰუმანიტარულ მისიებში მონაწილეობით საქართველოს თავდაცვის ძალებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი არა მხოლოდ ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვის, არამედ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. აღსანიშნავია, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო. ასევე, მოხალისეობრივ საწყისებზე, ქართველები შეუპოვრად იბრძვიან უკრაინაში უკრაინისთვის, საქართველოსა და საერთაშორისო მშვიდობისათვის.
არსებული რეალობა და სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციის გზაზე თვისობრივად ახალი ეტაპის დაწყებას და ამ სახელმწიფოებისათვის უსაფრთხოების რეალური გარანტიების მიცემას. მათ გარეშე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ მოხდება, რომელიც აუცილებელია მთლიანი ევროპის დასაცავად“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24