პოლიტიკა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მომავალი კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს

16.05.22 17:30


პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მომავალი კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, კენჭსაყრელ საკითხებს დაემატა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის საკითხი. კერძოდ, კენჭი ეყრება საპარლამენტო ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მიერ წარდგენილ ლია შავგულიძის კანდიდატურას.

 

განსახილველ საკითხებს კი დაემატა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელსაც პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს.

 

ბიურომ იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე და მათ განსახილველად წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები