პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის მამის საგანგებო განცხადება - რატომ ჭიანურდება პრეზიდენტის გამოკვლევა „ვივა მედში“

17.05.22 10:15


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოცქსელში წერს:

 

„დღემდე ვიყავი იმედიანი, მოლოდინის რეჟიმში. ველოდებოდი კლინიკიდან სამედიცინო კვლევის შედეგებს.მინდა გამოვხატო აღშფოთება იმის მიმართ რაც ხდება მიშას ირგვლივ.თითქოს ყინული დაიძრა ,მიშა სამოქალაქო კლინიკაშია, გაჩნდა იმედი, რომ იმ ადამიანებში რომლებიც მანიპულირებენ მესამე პრეზიდენტის ბედით გაიღვიძა ჰუმანურობამ.მერამდენე დღეა პაციენტი იმყოფება ვივამედის კლინიკაში, და რა?სტანდარტული ფრაზები-კვლევა გრძელდება. როგორც ექიმს არ მესწავლება რა დრო სჭირდება ადამიანის სამედიცინო კვლევას, რა სირთულის არ უნდა იყოს ის.სურვილისსამებრ ამის გაკეთება შესაძლებელია რამოდენიმე საათსა ან მაქსიმუმ ორ დღეში.ჩნდება ძალიან ბევრი შეკითხვა და ეჭვი.რა ხდება?სასწრაფოთ მორჩით დღესვე ყველანაირი კვლევა და დაიწყეთ მკურნალობა.გაიგეთ რომ მიშას მკურნალობის და რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივია და ურთულესი.მორჩით პრეზიდენტის სიცოცხლით თამაშს.“

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები