პოლიტიკა

„სერიოზული შეტევაა მედიის თავისუფლებაზე“ - ევროპარლამენტარი ნიკა გვარამიას დაჭერაზე

17.05.22 10:45


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ევროპარლამენტარი და IRI-ის ყოფილი დირექტორი მირიამ ლექსმანი ეხმაურება და წერს, რომ ეს სერიოზული თავდასხმაა თავისუფალ მედიაზე და ფუნდამენტური თავისუფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვის მცდელობების ნაწილია.

 

"ნიკა გვარამიასთვის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა სერიოზული შეტევაა მედიის თავისუფლებაზე და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვის მცდელობის განუწყვეტელი ნაწილია. ეს მოვლენები არ შეიძლება იგნორირებული იყოს საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის ფონზე",- დაწერა ლექსმანმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები