პოლიტიკა

ნინო ლომჯარია პრეზიდენტს მოუწოდებს, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი განიხილოს

17.05.22 13:00


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ „მთავარი „არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი განიხილოს. 

 

ლომჯარიას თქმით, განაჩენი, რომელიც ნიკა გვარამიას მიმართ დადგა, დანაშაულს არ წარმოადგენს. 

 

„პრეზიდენტს მოვუწოდებ, რომ განიხილოს ეს საკითხი, რადგან ადამიანი მსჯავდებულია იმის გამო, რაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, არც საერთაშორისო პრაქტიკით დანაშაულს არ წარმოადგენს. ამის მტკიცებულებები და კომპეტენტური სამართლებრივი მოსაზრებები გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია, რომ თუკი პირის მიმართ დადგა განაჩენი იმის გამო, რაც არ წარმოადგენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის შეწყალების კომპეტენცია იმისთვის აქვს, რომ ასეთი უსამართლო პრეცედენტები ქვეყანაში არ იყოს. ამიტომ, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს საკითხი, რომ განიხილოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ. 

 

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას 3 წელი 6 თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები