პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი საქართველოს ეწვევა

17.05.22 13:20


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

 

გავრცელებული ცნობით, მრჩეველი შოლე საქართველოში 18-19 მაისს ჩამოვა ქართველ პარტნიორებთან კონსულტაციების გასამართად ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების საკითხებზე.

 

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მთავრობის წევრებს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

 

"მათთან განიხილავს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, კრემლის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ და იმას, თუ როგორ განვითარდეს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებები დემოკრატიული, მშვიდობიანი, აყვავებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ", - ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.

 

ევროპული ტურნეს ფარგლებში, დერეკ შოლე საქართველოს გარდა, მოლდოვასა და დიდ ბრიტანეთს ეწვევა.

 

 

 

წყარო :  /www.ghn.ge/           

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები