პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ნერვებს უშლიდათ და დაიჭირეს, რასაც გვარამიას ედავებიან ყოველი მეორე ჩინოვნიკი იმას აკეთებს

17.05.22 17:40


ნიკა გვარამიას დაჭერა ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ნერვებს უშლიდათ და დაიჭირეს. რასაც გვარამიას ედავებიან ყოველი მეორე ჩინოვნიკი იმას აკეთებს. – ასე აფასებს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი, სასამართლოს დარბაზში ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამის დაპატიმრებას.

 

“ლამის ყველა ჩინოვნიკი თავის გემოზე, საკუთარი ოჯახის ინტერესებისთვის იყენებს სახელმწიფო მანქანებს. მაგათ რატო არ იჭერენ?” – წერს ალეკო ელისაშვილი.

 

ცნობისთვის,  რუსთავი-2-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი ნიკა გვარამია.

 

და სასამართლომ 3 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა და დარბაზში დააკავეს,    კახა დამენიას “რუსთავი 2-ის საქმეზე” ჯარიმის სახით 50 000 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, ხოლო სასამართლომ “რუსთავი 2-ის საქმეზე” ზურაბ იაშვილი უდანაშაულოდ სცნო.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები