პოლიტიკა

ვინ ჩაგვიდო კაბიანი პუტინი ოპოზიციაში? - თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეზე

17.05.22 18:00


„თქვენ გვერდით პუტინი კაბაში რომ ზის, არ გაწუხებთ? შეუძლებელია, პროცესი როგორ მოვიგოთ“, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჟურნალისტებს. 

 

თაკო ჩარკვიანის თქმით, პრობლემა იმაში არის, რომ პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ვერ აზროვნებს სწორად და არ აქვთ სწორი სტრატეგია. 

 

თაკო ჩარკვიანმა ნინო ბურჯანაძეს ოპოზიციაზე საუბრისას ყირიმის თემის „გამპრავებელი“ უწოდა.

 

„ცალკე გვარამიას და ცალკე სააკაშვილის თემა არ არსებობს, ოლიგარქი დამოუკიდებლობის გზაზე გვეღობება. ვსვამ კითხვას და ეს არ არის ჩემი კითხვა. კითხვა იმ ადამიანებმა დამაბარეს, რომლებმაც „ძალა ერთობაშიას“ ხმა მისცეს და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრენი არ არიან.

 

განსაკუთრებით ლობისტ ოპოზიციონერებს ეხებათ, ორ-სამ ცალს. რისთვის არის ომი უკრაინაში? ყირიმისთვის და იმისთვის, რომ ნეიტრალიტეტს ითხოვენ. ხალხმა განსხვავება ხომ უნდა დაინახოს ნაგავ, მოღალატე კოლაბორაციონალისტსა და ოპოზიციაში ყირიმის თემის „გამპრავებელი“ რომ ზის, ნინო ბურჯანაძეს შორის...

 

ისევ იგივე წრეა, თქვენ გესმით, რომ მთელი პროცენტები გვეკარგება?! თქვენ გვერდით პუტინი კაბაში რომ ზის, არ გაწუხებთ? შეუძლებელია, პროცესი როგორ მოვიგოთ? ხალხი არ ტყუვდება. ვიკითხოთ, ვინ ჩაგვიდო კაბიანი პუტინი ოპოზიციაში. კითხვა დასვით რა ხალხო, ჟურნალისტებმა. იქნებ ბიძინა გვატარებს ამ წრეზე, ეჭვი არ შეგაქვთ ამაში?პერსონა ნონ გრატაა უკრაინის ტერიტორიაზე და ჩვენ რუსეთს ამით ვებრძვით? 

 

პრობლემა იმაში არის, რომ პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ვერ აზროვნებს სწორად, არ აქვთ სტრატეგია სწორად დაგეგმილი. ეს პროცესს აზარალებს“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები