პოლიტიკა

ეს პროცესი თუ ასე გაგრძელდა ივანიშვილი აუცილებლად მოხდება თავისუფალი სამყაროს სანქციებში - გიგა ბოკერია

18.05.22 12:20


„იმის და მიუხედავად, ახლა არის თუ არა დამდგარი ეს შედეგი, ეგ ამბავი მოხდება თუ ასე გაგრძელდება პროცესი, ბოლოს ამ ამბავს ეს კაცი "გაიჩალიჩებს“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„რეაქცია მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილს მკაფიო წარმოდგენა აქვს იმაზე რომ ის შეიძლება გახდეს თავისუფალი სამყაროსგან სანქციების სამიზნე, ამის წინაპირობები არსებობს. ეგ უკვე თავისთავად მთელი ამ ამბის დიაგნოზია, უბრალოდ ის რომ ეს ასე ისტერიულად გრძელდება არა მხოლოდ იმას რომ ეს კაცი შეთქმულების თეორიებისკენაა მიმართული, ეგ ისედაც ვიცოდით, არამედ რომ მისი მთავარი შეთქმულების თეორია არის ისეთივე როგორიცაა კლასიკური ავტორიტარების ამ სივრცეში, პუტინის გავლენის სფეროში - დასავლეთისგან მოდის საფრთხეს.

არსებობს თვითახდენადი წინასწარმეტყველებები. იმის და მიუხედავად, ახლა არის თუ არა დამდგარი ეს შედეგი, ეგ ამბავი მოხდება თუ ასე გაგრძელდება პროცესი, ბოლოს ამ ამბავს ეს კაცი გაიჩალიჩებს“ - გიგა ბოკერია.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები